"ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებულმა გამოძახებებმა მოიმატა"
აღდგომის დღეებში მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოძახებებმა, ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა მაია რუხაძემ განუცხადა. მისი თქმით, ასევე დაფიქსირდა ალკოჰოლითა და საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები.
„ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამ მხრივ მატება არ ყოფილა. სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა და მასთან დაკავშირებულმა გამოძახებებმა. სამწუხაროდ, ქუთაისში, საკმაოდ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის იყო მძიმე შემთხვევებიც. რამდენიმე დაშავებულის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა“,-აღნიშნა მაია რუხაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა, 15 აპრილს კი ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















