|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააღდგომო ნობათს 1 875 ბენეფიციარი მიიღებს

ქუთაისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები სასურსათო ნობათს წელსაც მიიღებენ. მერიამ  60 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხდა. 

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათს 1875 ბენეფიციარი მიიღებს, ბენეფიციარები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მიხედვით არიან შერჩეული. გასულ წელთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 90-ით გაიზარდა. 
 
მსგავსად გასული წლებისა, ბენეფიციარები წელსაც 10 დასახელების პროდუქტს აიღებენ. ნობათში გაყინული ქათამი, შედედებული რძე, ზეთი, შაქარი, შოკოლადის ფანტელი, კარაქი, პურის ფქვილი, კვერცხი, პასკა იქნება.
 
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება 1875 პაკეტად და დარიგება მის მიერ შერჩეული შენობიდან.
 
თუ საიდან მოხდება სასურსათო ნობათის ბენეფიციარებისათვის დარიგება, საკითხი მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურთან შეთანხმებით გადაწყდება.

გასულ წელს ქუთაისის მერიამ  სააღდგომო ნობათის შესაძენად 49 980 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა