|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი დაიწყო

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიწყო.

ამ დროისათვის აღმაშენებლის მოედანზე მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს შლიან.

საახალწლო მორთულობების დემონტაჟს ქუთაისში მერიის ააიპი "ქუთგანათების სერვისი" ასრულებს.

ააიპის ინფორმაციით, დემონტაჟი ჩაუტარდება რვავე უსაფრთხოების კუნძულზე განთავსებულ ნაძვის ხეს.

ქუთაისის მასშტაბით საახალწლო განათებების მოხსნა რამდენიმე დღეში დასრულდება.

საახალწლო დეკორაციების შესაძენად წელს ქუთაისის მერიამ 110 ათასი ლარი დახარჯა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა