ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო
ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დაიწყო. ქალაქის მორთვა–გალამაზებაზე ტენდერში გამარჯვებული ფირმა „აღმდგენი“ ზრუნავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 85 ათასი ლარი გამოიყო.
ტრადიციულად, სამი ნაძვის ხე მოირთვება. მესხიშვილის თეატრის, ოპერის თეატრის წინ და რეაბილიტირებულ უბანში. მორთულობასთან ერთად საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, სია კულტურის სამინისტრომ უნდა შეადგინოს. თუმცა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ვაჟა ჯუღელის განცხადებით, ქუთაისელებს ახალ წელს ჯგუფი "ეგარი" მიულოცავს. კულტურული ღონისძიებებისათვის 55 ათასი ლარი დაიხარჯება. ქალაქის უბნებში საახალწლო პერფორმანსები ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით მოეწყობა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















