|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ახალ წელს ჯგუფი „არა”, მეგი გოგიტიძე და მისი ბენდი მიულოცავს

ქუთასისში სახალწლო კონცერტისათვის სცენის მონტაჟი დაიწყო. სცენა მესხიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს დაიდგმება. მთავარი ნაძვის ხის ანთება კი თეატრის წინ დღეს მოხდება.

სცენა ავტომანქანების მოძრაობას ხელს არ შეუშლის, ამიტომ ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ 31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გადაიკეთება. 

ახალი წლის დადგომას ქუთაისს ჯგუფი „არა”, მეგი გოგიტიძე და მისი ბენდი მიულოცავს. 

კონცერტს  ფოიერვერკი დაასრულებს.

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 13 იანვრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა