|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეოთხე სართულზე აფეთქებას მცირედი ნგრევა მოყვა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცმა დილით სიგარეტს მოუკიდა.  ნაპერწკალმა კი დაგლოვებული აირის აფეთქება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა