|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იმართება

დღეს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში, ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იხსნება.

ფესტივალის ორგანიზატორები და სტუმრები ქუთაისის მერიაში მიიღეს.  

ქართველ ბალერინებს ირმა ნიორაძეს, მაკა მახარაძეს და უცხოელ სოლისტებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა უმასპინძლეს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, 15-მდე საბალეტო სტუდია იღებს. მოწვეულია სოლისტები იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვია, გერმანია და სხვა ქვეყნებიდან. 

ფესტივალი 2017 წელს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაფუძნდა.  

მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე ფესტივალის სპეციალური სტუმარია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა