ქუთაისში ზაფხულში სამი მორიგე ბაღი იმუშავებს
ქუთაისში წინა წლებისაგან განსხვავებით წელს ზაფხულში სამი მორიგე ბაღი იმუშავებს. როგორც მერიის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე განცხადებების მიღების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო გადაწყვეტილებას მოთხოვნის შესაბამისად მიიღებენ.
"სავარაუდოდ, ერთი ბაღი იქნება ქალაქის ცენრალურ ნაწილში, მეორე ავტოქარხანაში, და მესამე შუა პერიმეტრზე, რომ ქალაქის ყველა უბანი იყოს ათვისებული. უახლოეს პერიოდში დავასახელებთ უკვე კონკრეტულ ბაღებს. ამ დროისათვის მშობლების განცხადებების მიღება მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით თუ როგორი იქნება მოთხოვნა, გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ", - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, წინა წლებში ქალაქში 2 მორიგე ბაღი ფუნქციონირებდა. ბაღების რაოდენობის გაზრდის რეკომენდაციით მერიას საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ მიმართა.
მორიგე ბაღი ივლისში იმუშავებს. როგორც აცხადებენ, აგვისტოში ბაღებზე მოთხოვნა არ არის.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















