|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.
 "ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ცენტრი ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებით ხარისხიან და დროულ მომსახურებას დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
  მისივე თქმით, სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი, თავდაცვის სამინისტროს სახმხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედროებს დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.


ამასთან, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შქმნას უზრუნველყოფს. ცენტრი უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და ხელსაწყოებით აღიჭურვება, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. 

 პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება. პერსონალი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. გათვალისწინებულია 78 საშტატო ერთეული, ხოლო 30 თანამშრომელი  ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა