|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა.

ამასთან, ვიდეოჩანაწერში მძარცველი ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც მიუთითებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე არის მიმაგრებული.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.  პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

შსს განცხადებას ავრცელებს, საიდანც ირკვევა, რომ მძევლად ამ დროისათვის 12 პირია აყვანილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა