|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გასულ წელს საფიჩხიის სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ.

დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.

5 ოქტომბერს კი მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ,,ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1974 წელს დაბადებული გ.ს.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა გასულ წელს საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა