|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საშობაო ალილო გაიმართა

ქუთაისში ალილოს მსვლელობა მერიის მიმდებარე ტერიიტორიიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.  შობის მახარობლები მსვლელობის დაწყებამდე  მეუფე კალისტრატემ დალოცა.

 საშობაო მსვლელობაში საულიერო პირებთან ერთად ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც  „ალილოს“ სიმღერითა და ურმებით, რომლებზეც ნობათი შეგროვდა, ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

 

შობის მახარობლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საშობაო ნობათი გადასცა.

მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად, წყალწითელას პანსიონატს და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.

საშობაო მსვლელობა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალი­ლოს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს V-VI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს. მისი აღ­ნიშ­ვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლი­დან აღ­დგა.

  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა