ქუთაისში სამვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება
ქუთაისში სასტუმრო ''ჰუალინგი" იხსნება. სამვარსკვლავიანი სასტუმრო 17 მაისს გაიხსნება, მასში მონაწილეობას სავარაუდოდ, მთავრობის წევრები მიიღებენ. სასტუმრო ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმროს აქვს 38 ნომერი, 3 ლუქსის ტიპის, 4 სამადგილიანი, 1 ხუთადგილიანი და 30 სტანდარტული ტიპის ნომრები. ასევე 9 საკონფერენციო დარბაზი 20 ადამიანისთვის, 2 დიდი საკონფერენციო 100 ადამიანისთვის, რესტორანი და კაფე-ტერასა.
ბრენდული სამვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისში გასულ თვეშიც გაიხსნა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















