ქუთაისში შექმნილი ფონდის საქმიანობით, შესაძლოა, პროკურატურა და აუდიტი დაინტერესდეს
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფონდის შესაძლოა საეჭვო საქმიანობაზე ისაუბრა.
შუშანია მერიის ააიპის ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებულ ფონდს საარჩევნოდ რესურსის მობილიზებად და მოსყიდვის მცდელობად აფასებს. შუშანიას განცხადებით, ფონდის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების "საიას" და "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშშიც მოხვდა, სადაც საუბარია, რომ ფონდში მერიის თანამშრომლებმა ხელფასის 1% სურვილის წინააღმდეგ გადარიცხეს.
"ჩვენი პროტესტის მიზეზი გახდა ფონდის მუშაობა, რომელიც "ქართული ოცნების"პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა ბაკურაძემ დააფუძნა. ვამბობდით, რომ ეს იყო საარჩევნოდ რესურსის მობილიზება, რაზეც მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ფონდის საქმიანობა მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაში. მათი განცხადებით, ფონდში თანხების გადარიცხვა თანამშრომლების ნების გარეშე მოხდა"- განაცხადა გიგა შუშანიამ. მისი თქმით, ფონდის ერთ- ერთმა დამფუძნებელმა თამთა ბაკურაძემ არ ითანამშრომლა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და არ მიაწოდა ინფორმაცია.
შუშანია ასევე აცხადებს, რომ არასამთავრობოების კვლევით, თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მოხდა თანხის გადარიცხვა, ისე რომ თანამშრომლებს თანხმობა არ გაუციათ. მერმა მათი მონაცემები მიაწოდა პირებს, რომელთაც ამის ფლობის უფლება არ ქონდათ.
ინფორმაციას არ ადასტურებს ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. მისი განმარტებით, თანამშრომლებმა თანხა საკუთარი სურვილით გადარიცხეს და პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას ადგილი არ ქონია. მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა და თამტა ბაკურაძე მხოლოდ თანადამფუძნებელია.
შეგახსენებთ, ფონდის დაფუძნების და თანხის გადარიცხვის შესახებ პირველად ინფორმაცია "ნიუპრესმა" გაავრცელა, რასაც სხვადასხვა პარტიის და ორგანიზაციის გამოხმაურება მოყვა.
ფონდი"ქუთაისი" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მერიის მოწოდებული ინფორმაციით, ივლისში თანხა თვითმმართველობის 119-მა თანამშრომელმა გადარიცხა.
ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა
"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით
"ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა"-გიგა შუშანია
"ფონდი არჩევნების პერიოდში დახმარებებს არ გასცემს"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















