ქუთაისში სკვერების მდგომარეობას საკრებულოს კომისია შეისწავლის
მისი განცხადებით, კომისია მერის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი ქალაქში ასრებული სკვერების მდგომარეობის შესწავლაა. სკვერები მუნიციპალური ერთეულების მიხედვით დაიყოფა და მათი შესწავლა-ინვენტარიზაცია მოხდება.
„მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, წევრებიც მერის ბრძანებით შეირჩნენ. კომისის მიზანია, ქალაქში არსებული სკვერების მდგომარეობის შესწვალა, რომ დაზუსტდეს რამდენი სკვერია იჯარით გაცემული და რამდენია აღნაგობის უფლებით, ასევე შევისწავლით, სად არის გამწვანების ზოლი და მოხდება სკვერების ინვენტარაზაცია. მოვიწვეთ ექსპერტებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომელს ზოლს მიენიჭოს სკვერის სატუსი. სტატუსს კომისია ვერ განსაზღვრავს. ჩვენი მიზანია შესწავლა, შედეგები გადაეცემა მერს, რომელიც საჭიროებისამებრ მოიქცევა“, -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
მისი თქმით, სკვერების შესწავლის გადაწყვეტილება არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჭიროებამ განაპირობა. საველე სამუშაოებს მუნიციპალური ერთეულების მიხედვით კომისიის წევრები განახორციელებენ და მოხდება ერთობლივი ანგარიშის შედგენა.
კომისიაში საკრებულოს ყველა მაჟორიტარი დეპოუტატია გაწევრიანებული, ასევე არიან მერიის ეკონომიკის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსები და იურიდიული განყოფილების უფროსი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















