|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკვერის გასხვისების გამო მიმდინარე სასამართლო დავისას ადვოკატი ცუდად გახდა

ქუთაისის მერიასა და ბუხაიძის #17 და #19  ბინების მცხოვრებთა სასამართლო დავა გრძელდება. ამხანაგობა "სათაფლიას" წარმომადგენელი მერიასა და საკრებულოს 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, კაფე "ფლამინგოს" სკვერი აღნაგობის უფლებით არაკანონიერად გადაეცა, ამიტომ მის გაუქმებას მოითხოვენ.

ბინის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ფართის მფლობელმა, შესაძლოა, ადგილზე შეჩერებული მშენებლობა განახორციელოს. სასამართლო პროცესს ადვოკატებთან ერთად გამარჯვების მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტატი დეპუტატი ნატო ქათამაძე ესწრება. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ფართი "ფლამინგოს" არაკანონიერად გადაეცა, ამასთან, მას ფართი 25 წლიანი იჯარით გადაეცა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ადგილის მიმართ ახალ მფლობელს ინტერესები აქვს. 

სხდომაზე ნატო ქათამაძის გამოსვლას კაფე "ფლამინგოს" ადვოკატის ზვიად ნიშნიანიძის უკმაყოფილება მოყვა. მისი თქმით, ხელმოცარული პოლიტიკოსები ცდილობენ კამერების წინ ქულები დაიწერონ და რეალურად, ნატო ქათამაძე, სხდომას არ დასწრებია, ვიდრე ტელევიზია არ მივიდა.  ამის შესახებ  ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ თავად მოპასუხე მხარე ცდილობს საქმის პოლიტიზებას, რადგან სხდომა 13-ჯერ მერიის იურისტის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

"მერია ცდილობს პროცესი არჩევნებამდე გაჭიმოს, რადგან არ სურთ ადამიანების გაღიზიანება, არჩევნების შემდეგ ხალხის აზრი საინტერესო აღარ იქნება. მე ამ ამბავში თავიდანვე ვიყავი ჩართული, რაღაც ეტაპზე ჩამოვშორდი პროცესებს, მაგრამ მოსახლეობამ მომმართა და ამიტომ მოვედი სხდომაზე. სხდომას ვესწრები არა როგორც უბრალო დამსწრე, არამედ მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი და ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული რწმუნების საფუძველზე, ანუ როგორც მხარის ადვოკატი და რადგან სერთიფიცირებული ადვოკატი არ ვარ, ამიტომ რწმუნების საფუძველზე ვიცავდი მათ უფლებებს, ჩემს ჩართვას ფლამინგოს მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოყვა და ეს სხდომაზე დააფიქსირეს კიდეც", -განმარტა ნატო ქათამაძემ. 

სხდომას მხოლოდ საკრებულოს იურისტი დავით ბენიძე ესწრებოდა.  მოსარჩელე მხარის თქმით, სხდომებს საერთოდ არ ესწრება მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე. მათივე თქმით, გაურკვეველია, რატომ არ ესწრება სხდომას მერიის იურისტი, როცა მთავარი მოპასუხე სწორედ მერიაა. მათივე თქმით,  მერიის იურისტი მისი პირდაპირი მოვალეობის შერულების ნაცვლად კერძო პრაქტიკითაა დაკავებული.

მოპასუხე მხარის ადვოკატის ზვიად ნიშნიანიძის თქმით, მერიის ადვოკატი სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო უნდა დაისაჯოს. მისი ვერსიით, ალბათ, ირაკლი გიორგაძე სხდომას არჩევნების მერე დაესწრება.

ნიშნიანიძემ მერიის იურისტის გამოუცხადებლობის გამო სხდომის გადადებაზე შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნიშნიანიძის შუამდგომლობა, რის შემდეგაც ნიშნიანიძემ მეორე შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ ცუდად არის და ექიმის დახმარება ჭირდება. მან უარი განახადა მოსამართლის შეთავაზებაზე,  სასწრაფო სამადიცინო დახმარების გამოძახების შესახებ.

"პატივცემულო მოსამართლევ, თქვენ ჩემს სიცოცხელს საფრთხეს უქმნით, შესაძლოა, სასწრაფოს მოსვლა გვიანი იყო, რადგან სასწრაფოს ცენტრი შორსაა, კლინიკა აქვე არის, ამიტომ მე თვითონ წავალ ექიმთან და ის გადაწყვეტს, როგორია ჩემი მდგომარეობა. შეიძლება, არც გამომიშვან", -განაცხადა ნიშნიანიძემ. მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შესვენების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ზვიად ნიშნიანიძე ექიმის მოთხოვნით გამოკვლევაზე დარჩა. მოსამართლის განცხადებით, ის ვერ დადგენს, რეალურად როგორია ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა,  ამიტომ სხდომა 19 დეკემბრამდე გადაიდო.

მოსარჩელე მხარე სხდომის ჩანიშნა უახლოეს დღეებში ითხოვდა, მათივე განცხადებით, ზვიად ნიშნიანიძემ სპეკულაციებით მოახერხა სხდომის გადადება.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუხაიძის ქუჩაზე კაფე "ფლამინგოსთვის" ფართის გადაცემას. მერიამ კინო საქართველოს ტერიტორიაზე კაფეს მფლობელს ტერიტორიის მონაცვლეობა შესთავაზა. ადგილმონაცველობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა