|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია ტარდება. აღნიშნული აქცია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის ინიციატივით ჩატარდება. თათია დოლიძე 26 დეკემბერს ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდება, შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფთან ერთად შეგროვებულ ნივთებს სოციალურად დაუცველებს გადასცემს.

26 დეკემბერს, საქველმოქმედო აქციით, ყოფილ საპროექტო ქარხანაში შესახლებულ ექვს ოჯახს დაეხმარებიან.

ქუთაისში, დანგრეულ შენობას სოციალურად დაუცველი 6 ოჯახი აფარებს თავს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები.    

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა