|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერს სოციალური საცხოვრისის ბინადარი უყურადღებობაში ადანაშაულებს [VIDEO]

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადარი მერს უყურდღებობაში ადანაშაულებს. რვასულიან ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგიის მრიცხველი მოუხსენს.

ირანდა ნემსიწვერიძის განცხადებით, ოჯახს 150 ლარიანი დავალინება აქვს, რის გამოც მერს მიმართეს.

"რამდენიმე დღის წინ მერი შეგვხვდა და ვუთხარი, რა პრობლემაც გვაქვს. დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა დავალიანების დაფარვაში, მაგრამ ტყუილად მქონდა იმედი. დღეს მრიცხველი ჩამოხსნეს, ვეხვეწე, მაგრამ უშედეგოდ. პატარა ბავშვები როგორ უნდა მყავდნენ ამ სიცივეში? სხვა პრობლემებს უშუქობაც დაემატა, განცხადება მაქვს მერიაში შეტანილი, მაგრამ ამ დრომდე ვერ მიპასუხეს", -აცხადებს ირინადა ნემსიწვერიძე.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ცდილობს მერიასთან დაკავშირებას, თუმცა არც საბინაო სამსახურის უფროსი და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პასუხობენ. სოციალური საცხოვრისის ბინადრების განცხადებით, არჩევნებამდე საცხოვრისი დაათვალიერა იმერეთის გუბერნატორმა. შავლეგო ტაბატაძემ მათ განუცხადა, რომ ბინიდან დაუყოვნებლივ გაყვანაა საჭირო.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მრიცხველების დავალიანების გამო ჩამოხსნა არ მომხდარა. მათი განმარტებით, კომპანიამ ჩამოხსნა მრიცხველი, რომელიც დაზიანებული იყო, შეკეთდება და დაბრუნდება. რაც შეეხება დენის გადასახადს, მერიაში განმარტავენ, რომ დავალიანებას ზამთრის პერიოდში მერია დაფარავს და ბენეფიციარებს პრობლემა არ შეექმნებათ.

 სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების დასაფარად ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული, 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა