ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სკოლებს რეაბილიტაციას განათლების სამინისტრო ჩაუტარებს
ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სკოლებს რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაუტარებს. შენობები სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა და ზარალი შეისწავლა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომელ სკოლაში ჩატარდება პირველად სარებილიტაციო სამუშაოები.
ქუთაისში 16 ოქტომბერს სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა მე-14, 24-ე, 32-ე და 35-ე სკოლებს. დაიტბორა პირველი სართული და სარდაფები, დაზიანდა ინვენტარი.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა ქუთაისს სტიქიის შედეგად. იმერეთის საერთო ზარალმა კი 8 მილიონ ლარს მიაღწია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















