|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

30 ნოემბრის სტიქიამ რა  ზარალი მიაყენა ქუთაისს ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ნიუპრესს" მერიაში განუმარტეს, ზარალის შემსწავლელი კომისია სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, ორდღიანმა სტიქიამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა, ამიტომ  ყველა ობიექტის და დაზარალებული მოქალაქის აღწერა გართულდა.  შესაბამისად, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. თვითმმართველობაში ვარაუდობენ, რომ კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაასრულებს.

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში ზარალის ოდენობა მილიონ ლარამდეა. დაზიანდა, როგორც სახლები, ასევე სასოფლო სამეურნეო სავარგულები. 

შეგახსენებთ, 30 ნოემბერსა და 1 დეკებერს ძლიერმა ქარმა წააქცია 150-მდე ხე, დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა ობიექტები და მანქანები. 

 

სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა