ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახურ მასალას დაურიგებენ
ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის N49 კორპუსის მაცხოვრებლებს გადასახური მასალა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა. ძლიერი ქარმა აღნიშნული კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა.
სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება, რათა დროულად მოხდეს ყველა დაზიანებული ბინისა თუ კორპუსის გადახურვა, რათა დამატებითი პრობლემები არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას უამინდობისას.
კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება კერძო სახლებს, მესაკუთრეთა გადასახური მასალით უზრუნველყოფა მოხდება.
,,დღეს ჭავჭავაძის 49 ნომერში მოვიტანეთ გადასახური მასალის ნაწილი და ხვალიდან უკვე ყველა მასალა ადგილზე იქნება. დაიწყება გადასახური მასალების გადაცემა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ სახლს დაუზიანა სახურავი და რამდენიმე ათეული ხე წააქცია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















