ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ხანძარს 45 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი ხის სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა.
მფლობელების თქმით, ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც მუშაობა დასრულებული ქონდათ, ამიტომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დაიწვა ძვირადღირებული დანადგარები და მასალა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველების დროული რეაგირების შედეგად საამქროს ნაწილზე ცეცხლი არ გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















