|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება"-მამუკა ბახტაძე

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება, ამის შესახებ ინფორმაცია ამჯერად, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა. ქუთაისში ვიზიტის დროს ბახტაძემ განაცხადა, რომ აუზის მოწყობის შესახებ დავალება უკვე მისცა განათლების მინისტრს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღესვე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა. პრემიერი ბიბლიოთეკაში სტუდენტენს და ახალგაზრდა წყალბურთელებს შეხვდა. 

ქუთაისში აუზის მშენებლობაზე საუბარი 2016 წელს დაიწყო. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მტკიცებით, პროექტზე მუშაობა დაწყებული იყო და ადგილიც შერჩეული ქონდათ. აუზის პროექტირებაზე ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა 2017 წელს ახალი მერის პირობებში აღნიშნულ აუზზე საუბარი შეწყდა.

საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარების ფონდში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ თუ ქალაქი პროექტს წარადგენდა,  აუზის მშენებლობას დააფინანსებდნენ. ამ დრომდე ფონდში აუზის მშენებლობის შესახებ პროექტი არ წარუდგენიათ.

 

აპირებს თუ არა ქუთაისის მერია ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობას?

"აუზის ადგილი შერჩეულია, შეცდომა შესყიდვების განყოფილებამ დაუშვა"

ქუთაისში ოლიმპიური აუზი წერეთლის ქუჩაზე მოეწყობა

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა