ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" მინა დაიბზარა
ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" მინა დაზიანდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე მილის მთლიანი ფილა დაბზარულია და გამვლელებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
ჯერჯერობით მონაკვეთი შემოსაზღვრული არაა.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი დიდი ხნის წინ საუბრობდნენ ამ საფრთხეზე, ამიტომ მერიას რკინის და მინის საფარის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
"საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ყინვაა. ასევე დაიბზარა მინა. არ ვიცი ამ საფრთხეს, როგორ შეაფასებენ, მაგრამ ვიზუალური თვალითაც კარგად ჩანს, რომ საფრთხის შემცველია. არ ვიცი, რას ფიქრობენ, ან ფიქრობენ კი ამ ამაზე მერიაში"-აცხადებს გია გოქაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ ფაქტის შესწვალა დაიწყება და შემოწმდება ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















