|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თეთრი ხიდი" პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გაიხსნა [VIDEO]

ქუთაისში "თეთრი ხიდი" პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გაიხსნა. არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრებმა ამ ფორმით ხიდზე გაჭიანურებული სამუშაოები გააპროტესტეს. მათი თქმით, ტენდერის თანახმად, ხიდის რეაბილიტაცია დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების ნაწილიც არ არის შესრულებული.

"მერია გვამცნობდა, რომ ხიდის რეაბილიტაცია დროულად დასრულდებოდა და დღეს გაიხსნებოდა, თუმცა სამუშაოების ნაწილიც არ არის გაკეთებული. მერიას მივმართეთ წერილობით, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა ეტაპზე არის სამუშაოები და გვიპასუხეს, თურმე მუშაობის პროცესში არანაირი შეფერხება არ არის. ამიტომ პროტესტის ნიშნად, დღეს სიმბოლურად გავხსენით "თეთრი ხიდი" და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, როგორ ასრულებს მერია ქალაქის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას "-განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა გია გოქაძემ.

აქცია შეუერთდა მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე, რომლის განცხადებითაც, გულდასაწყვეტია ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ძეგლი ასეთ მდგომარეობაში არის. ჩოგოვაძის განცხადებით,  სამუშაოების შემსრულებელი კომპანია  და მათ მიერ გამოყენებული ტექნიკა კრიტიკას ვერ უძლებს. 

ორგანიზაციის წევრებმა დღესვე გაჭრილი ლენტი ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს გაუგზავნეს.

 "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია ივლისში დაიწყო, სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანია "ალმა რუს საქართველომ" ვადები დაარღვია, დარღვევების გამო მერიამ 9000 ლარით დააჯარიმა.

 

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა