|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თეთრი ხიდის" დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში "თეთრი ხიდის" დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი  ადგილზე მივიდნენ. გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება რამ გამოიწვია ხიდის დაზიანება. 

"ჩვენ ჩავრთეთ პოლიცია, მიმდინარებოს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია თუ რა მოხდა, სპეციალურად არის ჩატეხილი თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგოთ,  რეალურად, რამ გამოიწვია დაზიანება. ჩვენ ვესაუბრეთ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს,  მანაც იგივე აღნიშნა, რომ  თუ სპეციალურად არ დაზიანდა, ისე დაზიანება გამორიცხულია.

თუ გამოვლინდა, რომ არ არის დაზიანებული სპეციალურად, მაშინ ხიდის შემსრულებელთან,  რომელთანაც შეწყვეტილი გვაქვს ხელშეკრულება,  სასამართლოში არსებულ დავას  კიდევ დაემატება ერთი პრობლემური ნაწილი.  ხიდზე მხოლოდ დამცავი ფენაა დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების  მიზნით ხიდის ნაწილი გადავკეტეთ", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ხიდზე მინა დღეს დაზიანდა. ამ დროსთვის ტერიტორია დამცავი ჯებირებითაა შემოსაზღვრული. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა