|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თურქეთის მოქალაქემ არასრულწლოვან მეუღლეს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმე სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო  მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისბრალდებით 1 პირი  დააკავა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა