ქუთაისში წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
ქუთაისში წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება შპს „გურმანიდან“ მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით.
11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი - ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს „გურმანამდე“.
შეგახსენებთ, წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















