|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წელს 2500 პირველკლასელია რეგისტრირებული

ქუთაისში 2019-2020 წლისათვის  2500-მდე პირველკლასელია რეგისტრირებული. მოსწავლები ქალაქში 38 საჯარო სკოლაში  გადანაწილდებიან. 

პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს სასწავლო წლის დასწყისში უფასო კომპიუტერები და წიგნები გადაეცემათ. 

2019 წლის 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც ამ დროისათვის უკვე ექვსი წლის იქნება.

ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 53 506  ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ადგილების რაოდენობა კი 59 000 შეადგენს.

 წელს სკოლებში 20 308 ადგილი კი ვაკანტური დარჩა. ქვეყანაში 108 საჯარო სკოლა პირველკლასელების გარეშე დარჩა

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა