|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "წიგნის ბუდე" იხსნება

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია "წიგნის მცველი" გაიმართა. აქცია ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

აქციის მონაწილეებმა  რჩეული წიგნებიდან მათთვის ყველაზე საყვარელი ფრაზები წაიკითხეს და საზოგადოებას წიფგნის დაცვიაკენ მოუწოდეს.

 წიგნის მნიშვნელობის შესახებ ეკა ქევანიშვილმა, თეა თოფურიამ და  ნინო თარხნიშვილმა ისაუბრეს.

გიორგი კეკელიძის ინიციატივით, კი  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიხსნება წიგნის ბუდე, იმისთვის, რომ მსურველებმა და წიგნის მოყვარულებმა კომფორტულად და თავისუფლად იკითხონ ბუნებაში. 

 

 

 

 

 

 

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი