|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წითელას დიაგნოზით მიმართვიანობა გაიზარდა

ქუთაისში წითელას დიაგნოზით მიმართვიანობა გაიზარდა. კლინიკ „მედიქალ სითის“ ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

მისი ინფორმაციით, იანვარში კლინიკას 57-მა პაციენტმა მიმართა. ამჟამად საავადმყოფოში 10 პაციენტი მკურნალობს.  მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები.

ექიმის თქმით, ასაკში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ექიმი ვარაუდობს, რომ გაზაფხულისთვის წითელას შემთხვევები გახშირდება და შესაძლოა, თებერვალი - მარტის თვეებში პიკს მიაღწიოს.

ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, ასევე შემცირდა გრიპის ვირუსით მომართვიანობა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა