|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყლის ხარისხი გაუმჯობესდა - მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

ქუთაისში წყლის ხარისხი გაუმჯობესდა - ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად,  სასმელი წყლის მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.  

უწყების ინფორმაციით,  ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუშს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

"ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება. გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.  გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.

სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნებაუნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემამ  “Daily Mail”  საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში დაასახელა, სადაც ონკანის წყლის დალევა საშიშია. ინფორმაცია. ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა