|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა და 2 არასრულწლოვანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა