|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიმოქცევაში ყალბი ათლარიანები გამოჩნდა

ქუთაისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქე, რომელიც თაღლითობის მსხვერპლი გახდა, "ნიუპრესს" დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. მისი განცხადებით, გუშინ ქალაქის ცენტრალურ უბანში პროდუქტი შეიძინა, მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ ხურდაში დაბრუნებული ფული ყალბი იყო.

"ერთი მოქალაქე  ქუჩაში ყველს ყიდდა, მეჩქარებოდა და შევიძინე.  50 ლარი მივაწოდე და არ დავკვირვებივარ ხურდას, რა გამომიბრუნა. აღმოჩნდა, რომ ერთი ათლარიანი ყალბი იყო. მას  ვეღარ ვიპოვი, რადგან ქუჩაში გადაადგილდებოდა და ისე ვაჭრობდა, თუმცა ამით სხვებს გავაფრთხილებ",-განაცხადა მან.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა თბილისში, სადაც პოლიციამ გამსაღებლები დააკავა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა