|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყინულის მოედანმა ფუნქციონირება განაახლა

ქუთაისში ერთწლიანი იძულებითი შეფერხების შემდეგ ყინულის მოედანი კვლავ ამოქმედდა. სპორტული ჯგუფებისთვის სწავლის პროცესი უკვე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ყინულის მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა, შესაბამისი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯიამ“ განახორციელა, 

მოედანზე ყინულის აგრეგატი გასული წლის გაზაფხულზე დაზიანდა. წლის ბოლოს მერიამ აგრეგატის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია „ტრემაქს ჯორჯია“ გახდა. სამუშაოებისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 399 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, ყინულის მოედანის დაზიანების გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი არაერგზის გახდა პროტესტის მიზეზი. 

 

[R]

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა