|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ყინულის მოედნის" მუშაობა 3 თვეში განახლდება

ქუთაისში ყინულის მოედნის მუშაობა 3 თვეში განახლდება. ინფორმაციას  ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ქუთაისის "ყინულის მოედნისთვის" საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა, დასრულებულია.

სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო. სატენდერო პირობების მიხედვით შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯია“ დანადგარის სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში 3 წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს.

 შეგახსენებთ, ყინულის მოედანის დაზიანების გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი არაერგზის გახდა პროტესტის მიზეზი. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა