|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თვითმმართველი ქალაქების კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში 12 თვითმმართველი ქალაქის მერი ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. რეგიონული კონფერენციის მიზანი ქალაქის განვითარების სტრატეგიის განხილვა იყო. ქალაქების მერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას და პროექტების დაგეგმვას. კონფერენციაზე განიხილეს თვითმმართველი ქალაქების საერთო ინტერესის საკითხები, როგორიცაა ქალაქის სივრცით განვითარების სტრატეგია, ხარისხის მართვის სისტემა, პროგრამული ბიუჯეტირება მონაწილეობით მექანიზმების ჩათვლით ერთობლივი საინვესტიციო პროექტები და გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის.

"შეხვედრა შეეხო თვითმმართველი ქალაქების განვითარებას, სტრატეგიას და  გამოცდილების გაზიარებას. ქუთაისმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, თუ როგორ მოხდეს ქალაქის მართვა და ჩვენს მიერ მოხდება ცოდნის გაზიარება"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ "დემოკრატიული მმართველობის" ინიციატივითა და ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა