ქუთაისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა [PHOTO]
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. წერეთლის ქუჩის 29 ნომერში მდებარე შენობის მეოთხე სართულზე არსებული ბამბუკისაგან აგებული კონსტრუქცია ქარმა დაანგრია და ნაწილები წერეთლისა და ჯიბლაძის ქუჩებზე მოფანტა.
ამ დროისათვის გადაკეტილია ჯიბლაძის ქუჩა. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის სერვის ცენტრში განმარტეს, ადგილზე ფიდერის გათიშვა უსაფრთოების მიზნით მოხდა.
ელექტოენეტგიის დაზიანებული სადენები ნიუპრესმა ქალაქის ქუჩებშიც დააფიქსირა.
პუშკინის ქუჩაზე არსერბული მრავალსართულიანი სახლიდან კი პარაპეტები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ადგილზე იმყოფენიან საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები.

ქალაქის ძველ უბნებში შენობის სახურავებიდან დამსხვრეული შიფერის ნაწილები, ხეებიდან კი მოტეხილი ტოტები ცვივა.

არსებული ინფორმაციით, ქარმა სახურავი გადახადა #6 საჯარო სკოლას. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქუთაისიდან 112-ზე 45 სატელეფონო ზარი შევიდა.
"შეტყობინენების უმრავლესობა სახლების სახურავების გადახდას და ხეების წაქცევას უკავშირდება. ჩვენი სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, დამატებითი ძალები გვყავს მობილიზებული"-განუცხადეს "ნიუპრესს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















