|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა ლიცეუმს სახურავი გადახადა და ორი ავტომობილი დააზიანა

 ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შენობას სახურავი გადახადა.

დაზიანებულია ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია განთავსებული. სახურავმა ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დააზიანა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ქუთაისიდან ამ დროისთვის 112–ში 50–მდე შეტყობინება არის შესული.

ძლიერმა ქარმა ქალაქში რამდენიმე შენობა დააზიანა, ჩამოგლიჯა ბანერები და ხეები მოგლიჯა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა