|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა გაიხსენეს

ქუთაისში ცენრტრალურ ბულვარში შეკრებილმა ადამიანებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაიხსენეს. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ზვიადის სურათებით, ტრანსპარანტებით და შინდისფერი დროშებით 9 აპრილის მემორიალთან  მივიდნენ. მათ  ზვიადის საქმიანობა გაიხსენეს და იმ სავალალო პროცესებზე ისაუბრეს, რამაც კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება გამოიწვია.

ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მათ  არსებული ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს და ეროვნული ინტერესების დაცვა დაუწუნეს.

"ქართველ ხალხს არ ეკადრება, რომ დღეს ასეთ სიღარიბეში იცხოვროს"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.  

ძლიერი ქარის მიუხედავად, აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი გავიდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა