ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის ნაწილი ერთი თვით დაიკეტება
ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნულის გამო, 10 მარტიდან გადაიკეტება გამსახურდიას ქუჩის მარცხენა ზოლი, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან ზ.გამსახურდიას ქუჩის მე-2 შესახვევამდე.
გზის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 1 თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები უცვლელი დარჩება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:19
19:31
14:51
14:17
16:33
















