ქუთაისთან ახლოს ტრაილერი გზიდან გადავარდა
ქუთაისთან ახლოს, წყალწითელას ხიდიდან ტრაილერი გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ქალბატონი.
მომხდართან დაკავშირებით სს საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
შემთხვევის ადგილიდან ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ფრთხილად და ნელა იარეთ ხალხო, რად უნდა მაგას რეგულაცია და შეზღუდვები", - წერს ლევან ჭანჭალეიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















