|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყნის აქტივების 70 % სახელმწიფოს საკუთრებაშია

არასამთავრობო ორგანიზაციამ ‘“ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ ქუთაისში ლექცია ჩაატარა. ლექცის თემა ეკონომიკურ თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას შეეხებოდა. ორგანიზაციის პრეზიდენტის, ირაკლი მაკალათიას განცხადებით, საქართველოში რესურსების 70% სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის სიღარიბისა და დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლის. მისი განცხადებით, ხე-ტყე, მიწა, წიაღისეული, სხვადასხვა რესურსები, 1400 კომპანია  სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. ორგანიზაცია ინიციატივთ გამოდის მოხდეს ქონების უფასო პროვატიზება და მოსახლეობაზე გადანაწილება, რაც მოქალაქეებს გაუჩენს ქონებას. კერძო მესაკუთრე კი, არსებულ რესურს უკეთესად მოუფრთხილდება და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

 ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა სწორედ უფასო პრივატიზებასა და კერძო საკუთრებაზეა დაყრდნობილი.

 “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წევრები დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ახალგაზრდულ ფრთას შეხვდენენ და მათ არსებულ ინიციატივაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძე აცხადებს, მათ კონსულტაციები აქვთ სამთავრობო პარტიებსა და ოპოზიციასთან. ყველა პოლიტიკური სუბიექტი მომხრეა უფასო პრივატიზების, თუმცა თვლიან, რომ ჯერ ამისათვს ქვეყანა მზად არაა.

პროექტი "ფრიდრიხ ნიუმანის" ფონდის მიერ ხორციელდება. ლექციები ქუთაისში ორ დღეს გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი