|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ეტაპზეა საუნივერსიტეტო ქალაქის სამშენებლო სამუშაოები? [AUDIO]

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის საკითხი საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

როგორც “ქართუ ჯგუფის“  წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა ქუთაისში პროექტის განხილვისას განაცხადა, პროექტზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს,  საინჟინრო სამუშაოები კი შუა გაზაფხულისთვის დაიწყება. 

„საქართველოში პროექტის განხორციელებას, როგორც წესი,  ტრაქტორის მუშაობის, ან რაიმე შენობის მშენებლობის დაწყებას ეძახიან. ასე არ არის, პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ვნახავთ რეალურ შედეგს. უშუალოდ საინჟინრო სამუშაოები, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს მოსახლეობას, ამ წლის შუა გაზაფხულისთვის დაიწყება. როდესაც საუბარია ამ დონის პროექტზე, ეს მოიცავს ძალიან დიდ სამუშაოებს“,- განაცხადა უძილაურმა.

"ნიუპრესი"დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამ დროისათვის ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები. 

გეოლოგიური სამსახურის სამუშაოთა მწარმოებლის გიორგი შავერდაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი, ასევე წყალგაყვანილობის  სამუშაოები, რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაძლოა, მაისში დაიწყოს. 

"ჯერ მიმდინარეობს გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები. მიწის, გრუნტის ნიმუშებს ვიღებთ. ლაბოლატორიული კვლევის შემდეგ კი დაიწყება არქიტექტურული სამუშაობები",- განაცხადა გიორგი შავერდაშვილმა. 

 

  

ფონდი "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, უნივერსიტეტში პირველი ნაკადის მიღება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ყველა მიმართულება დასაწყისისათვის აქტიური არ იქნება.

უძილაურის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია მილიარდი ევრო, თუმცა, შესაძლოა, ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, დაახლოებით 100 ჰა მიწის ნაკვეთზე  განთავსდება.

 

 

                                                   

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა