რა გახდა გერმანიაში ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი?
გერმანიაში გარდაცვლილი სტუდენტის ცხედარი ქუთაისში 9 ოქტომბერს ჩამოასვენეს, ის გერმანიაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 2 ოქტომბერს იპოვეს.
დაღუპულის ოჯახის ახლობლის განცხადებით, ბახვა დილის 7 საათზე უნდა ჩასულიყო პირველ სართულზე, რომ არ ჩავიდა, სახლის მეპატრონემ მიაკითხა, კარი შეამტვრიეს და ახალგაზრდა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დახვდათ.
გერმანიიდან გარდაცვლილის გადმოსვენება ესპერტიზის ჩატარების შემდეგ მოხდა. როგორც "ნიუპრესს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი რაიმე ნივთიერების ზემოქმედება არ გამხდარა, ექსპერტის დასკვნის თანახმად, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ბახვა იმედაძე გერმანიაში პრაქტიკული სწავლების კურსით იმყოფებოდა. ის ექვსთვიანი პროგრამით უცხოეთში 25 აგვისტოს გაემგზავრა. ევროპაში გამგზავრებამდე ის ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















