|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მდგომარეობაა ქუთაისის "დინამოს" სტადიონზე? (ფოტო)

ქუთაისში არსებული ფიზკულტურის სპორტული კლუბი "დინამო" რესპუბლიკური საბჭოს ბალანსზეა. სტადიონზე ამ დროისთვის რთული მდგომარეობაა. განადგურებული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელია ბალახის საფარი. რთულ მდგომარეობაშია სტადიონის ბაზაზე არსებული შენობა, რომელიც მერიის სპორტულ ააიპს იჯარით აქვს აღებული. შენობაში სპორტის რამდენიმე სახეობის სკოლა ფუნქციონირებს.

სპორტული კლუბის დირექტორის მოადგილის,  თეიმურაზ ჩეჩელაშვილის განცხადებით, სტადიონზე ამჟამად რაგბისტები ვარჯიშობენ. მისივე განცხადებით,  მიმდინარეობს მოლაპარაკება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში  გაფორმდეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში "დინამოს" სტადიონი ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოვა. ამის  შემდეგ კი შესაძლებელი გახდება მოედანზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დაწყება.  ასევე დაგეგმილია სასტუმროს  მშენებლობა. რეკონსტრუქცია 2017 წელს ქუთაისში დაგეგმილ რაგბის ჩემპიონატს უკავშირდება. 

 

 

           

               

  

  

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა