|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე?

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე 2018 წლის  20 აგვისტოს დაინიშნა. თანამდებობის პირის დეკლარაცია მან ორ თვეში,  10 ნოემბერს შეავსო. 

2016 წელს შევსებულ დეკლარაციის შემდეგ შავლეგო ტაბატაძის ქონებას თბილისში, ბაგებში, 138 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დაემატა, რომლის შეძენის ფორმად დეკლარაციაში ჩუქება, თარიღად კი 2017 წელია მითითებული.

მისი მეუღლის ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა თბილისში, ნ.ჩხეიძის  ქუჩაზე არსებული 108 კვ.მ  საცხოვრებელი სახლი.

ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა ასევე რუსთავის აგრარული ბაზარში, 18 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი,  საცხოვრებელი სახლი ხაშურში, ასევე მიწის ნაკვეთი  ხაშურში, სადაც ის ინდმეწარმედაცაა დარეგისტირებული. 

ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა ასევე 2016 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსიც". 

 გასულ წელს შავლეგო ტაბატაძემ,  როგორც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, ხელფასის სახით 50 406 ლარი მიიღო, მისმა მუუღლემ კი, როგორც ექიმმა-პედიატრმა - 5000 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, გუბერნატორი საქართველოს ტექნიკური უნოვერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე დოქტორანტურაში სწავლობს, რისთვისაც ის 2250 ლარს იხდის.

შავლეგო ტაბატაძეს 4 შვილი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა