რა თანხას იხდის ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარისა და დეპუტატების ანაზღაურებაზე?
"ნიუპრესი" დაინტერესდა, რა რაოდენობის სახელფასო სარგო აქვთ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად 2750 ლარს იღებს. 2150 ლარი აქვთ მის მოადგილეებს.
2012 წლიდან 200 ლარით გაიზარდა საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი და ის 1700 ლარს შეადგენს.
ქუთაისი საკრებულოში სულ 5 კომისია და 4 ფრაქციაა. ჯამში, საკრებულოს წევრთა ანაზღაურება ბიუჯეტს თვეში 22 350 ლარი, წელიწადში კი, 268 200 ლარი უჯდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















