რას უკავშირდება ფრინველების სისტემატიური დაღუპვა?
ნიკეას ქუჩის მცხოვრებელები "ნიუპრესს" დაუკავშირდნენ და მათ უბანში მომხდარ ფაქტზე აცნობეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო დროს სისტემატიურად ხვდებათ ქუჩაში დახოცილი მტრდები, ასევე ცხოველები.
მოსახლეობა შიშობს, რომ ფრინველების დაღუპვა, შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებას უკავშირდებოდეს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნიკეაზე ამ დრომდე ფუნქციონირებს ნაგავსაყრელი, რომლის ნაწილიც უკევ დახურულია, სრულად კი, სავარაუდოდ, 2017 წელს დაიხურება.
რა შეიძება იყოს მიზეზი და არის თუ არა საშიში ფრინველების დახოცვა აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპრესი" "სეს" დაუკავშირდა, მათ გვიპასუხეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მიეწოდოს. "ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















