რას უკავშირდება ქუთაისის ქუჩებში გირჩების გამოჩენა?(ფოტო)
ქუთაისის ქუჩებში ფასადებზე გირჩების გამოსახულებები გამოჩნდა. „ნიუპრესმა“ ის რამდენიმე ადგილზე დააფიქსირა.
მდგომარეობაში გასარკვევად ახალი პოლიტიკური ცენტრის- "გირჩი" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს, თემურ ცამციშვილს დავუკავშირდით. როგორც გაირკვა, ეს აღნიშნული ორგანიზაციის სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რაც ქალაქის ქუჩებში ათობით გირჩის გამოჩენას გულისხმობს.
როგორც თემურ ცამციშვილმა „ნიუპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ამით მათ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან გარე ფასადები არ დაუმახინჯებიათ. მისივე თქმით, გირჩების გამოჩენა ქალაქში გაგრძელდება:
"მალე ქალაქის ყველა უბანში გამოჩნდება გირჩები, იმ ადგილებში, სადაც გარე ფასადები არ დაზიანდება",-განაცხადა ცამციშვილმა.


ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















